პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ბარიერგადალახულმა ოთხმა გაერთიანებამ ამ მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. კენჭისყრის პროცედურამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერები მუდმივ საბოტაჟის რეჟიმში ვერ იქნებიან.