„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მერვედფინალში მესამე დივიზიონის ბინადარი „ლე მანი“ 2-ით ნული დაამარცხა. პარიზელები 25-ე წუთზე დეზირ დუეს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო საბოლოო ანგარიში ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალშია, მომდევნო მატჩს კი ლიგა 1-ში 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.
