საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეოთხე ტურში სტუმრად ბულგარეთის ნაკრები 5:1 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეოთხე ტურში სტუმრად ბულგარეთის ნაკრები 5:1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან თითო გოლი ნიკა ხარატიშვილის და ოთარ ბერეჩიკიძის ანგარიშზეა, ხოლო გიორგი ღავთაძემ ჰეტ თრიქი შეასრულა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა, 11-16 აპრილს კი, კოსოვოს და საფრანგეთის ნაკრებებს შეხვდება.
