ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელთა შორის არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან თანამშრომლობის გაწყვეტა. ასევე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ძალაში დარჩა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება.
