გრენლანდიაში 11 მარტს არჩევნები ჩატარდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა არქტიკული კუნძულის შეძენაზე ტრამპის დაინტერესების ფონზე მიიღო
გრენლანდიაში 11 მარტს არჩევნები ჩატარდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა არქტიკული კუნძულის შეძენაზე ტრამპის დაინტერესების ფონზე მიიღო. მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გრენლანდიის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანიასთან ურთიერთობა იქნება.