სერბეთში სტუდენტების ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მასწავლებლები და ფერმერები შეუერთდნენ
სერბეთში სტუდენტების ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მასწავლებლები და ფერმერები შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები სერბეთში, უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
