დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „იუ ეს ეი აიდის“ დახურვას გეგმავს
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „იუ ეს ეი აიდის“ დახურვას გეგმავს, მოტივად კი ორგანიზაციაში თაღლითობის მრავალრიცხოვან შემთხვევებს ასახელებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმას განიხილავს. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობას. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ ძალისხმევაზე ილონ მასკია პასუხისმგებელი და ის დიდ საქმეს აკეთებს. იუ ეს ეი აი დის არამიზნობრივ ხარჯებზე სოციალურ ქსელ იქსზე დონალდ ტრამპი უმცროსიც წერს.
