მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. მოუწოდებენ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. აქვე ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე, რაზეც ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.
