ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტზე პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა. ქვეყნის გამოწვევების პასუხად შემუშავებულ საკანონმდებლო რეგულაციებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
