პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს, გაიმართება მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
