ახალი რეკრეაციული სივრცე
ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი მოედნის, მოსასვენებელი პავილიონის, მაგიდის ჩოგბურთის კუთხის, სავარჯიშო სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობა. კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდება და გამწვანდება ფერდობები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, მილიონ ლარს შეადგენს.
