კვლევის შედეგები
ბავშვის წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში არაგეგმურ ინსპექტირებას ასრულებენ, რომელიც სრულ ტექნოლოგიურ ციკლს მოიცავს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც, მყისიერად გასაჯაროვდება - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. შესაბამის განცხადებას ავრცელებს კომპანია „აი დი ეს ბორჯომიც“. მცირეწლოვანი ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელით გავრცელდა.
