მიზანმიმართული შეტევა მაუწყებელზე
მიზანმიმართული შეურაცხყოფა და ბულინგის კამპანია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, დღეს იმ მიზანმიმართულ კამპანიაზე ისაუბრეს, რაც „პირველი არხისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სხდომას საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერები და წამყვანები ესწრებოდნენ. ისინი ოპოზიციის ბრალდებებს მოვლენების არაობიექტურად გაშუქების შესახებ არ ეთანხმებიან. გუშინ კი ბორდის სხდომაზე შენიშვნები არხის იმ თანამშრომლებმა გამოთქვეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით დადგენილ ვალდებულებებს არ ასრულებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
