ახალი რეგულაციები
სტრატეგიული მაგისტრალის ბლოკირება დანაშაულია - უმრავლესობის ლიდერმა დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. მმართველ გუნდში ისიც თქვეს, რომ ოპოზიციის მიერ მსგავსი აქციების გააქტიურება, საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ცვლილებები სესიაზე მიმდინარე კვირას განიხილება, სიახლე იქნება: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
