ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, ოპოზიციური საკრებულო უკვე რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად აფერხებს
ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, ოპოზიციური საკრებულო უკვე რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად აფერხებს. კერძოდ, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ნაშთის სახით, ხუთ მილიონ ლარზე მეტია დარჩენილი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში უნდა დაზუსტდეს. ნაშთების დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. შესაბამისად, პარალიზებულია სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც მერიის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით აფერხებს. ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან, იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე.
