აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
