ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საბავშვო -გასართობი მოედნის, მოსასვენებელი პავილიონის, მაგიდის ჩოგბურთის კუთხის, სავარჯიშო სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა. კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდება და გამწვანდება ფერდობები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, მილიონ ლარს შეადგენს.
