კომპანია „აი დი ეს ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
კომპანია „აი დი ეს ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს. კომპანია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხის გამო, მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შემოწმდა ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, რომლებშიც დარღვევა არ დაფიქსირდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.
