არჩევნების მოახლოების პარალელურად გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვას გეგმავენ
არჩევნების მოახლოების პარალელურად გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვას გეგმავენ. შესაბამისი შინაარსის კანონპროექტს პარლამენტში უკვე განიხილავენ. როგორც დასავლურ მედიაში იუწყებიან, კანონპროექტს დიდი ალბათობით მიიღებენ. კანონი კი ძალაში მისი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიღებისთანავე შევა. უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვა დონალდ ტრამპის განცხადებებს უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდიის შტატებთან მიერთება სურს, ამისთვის კი პრეზიდენტმა ტარიფები და სამხედრო ჩარევაც არ გამორიცხა. სწორედ ამიტომ გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არჩევნებში შესაძლო საგარეო ჩარევის თავიდან ასარიდებლად სურთ.
