თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის მიმართ სავაჭრო ტარიფებს დააწესებს, გაერთიანება მზად არის მტკიცედ უპასუხოს - განცხადება ვროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა
თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის მიმართ სავაჭრო ტარიფებს დააწესებს, გაერთიანება მზად არის მტკიცედ უპასუხოს. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გაერთიანებას შეერთებულ შტატებთან დიალოგი სურს, თუმცა თუ ამერიკა უსამართლო ტარიფებს დააწესებს, ევროპა რეაგირებას მოახდენს. შეგახსენებთ, თეთრი სახლის ლიდერი ტარიფების შესაძლო დაწესების მიზეზად ევროკავშირთან მიმართებაში შტატების სავაჭრო დეფიციტს ასახელებს, რომელმაც გასულ წელს 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
