"პოლიტიკო" წერს, რომ უკრაინის არმია შეერთებული შტატების დახმარების მოლოდინში რთულ ვითარებაშია
"პოლიტიკო" წერს, რომ უკრაინის არმია შეერთებული შტატების დახმარების მოლოდინში რთულ ვითარებაშია. უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოფიტულია. ათასობით დანაკარგისა და დეზერტირობის ფაქტების გამო ფრონტზე ჯარისკაცების ნაკლებობაა. გამოცემის ცნობით, 3 წლის განმავლობაში უწყვეტი ბრძოლის გამო კი უკრაინის არმია ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. თუ დასავლეთი სამხედრო დახმარებას მალე არ მიაწვდის, ფრონტის ხაზი სრულად ჩამოიშლება.
