უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გამო ევროკავშირს რთული თვეები ელის
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გამო ევროკავშირს რთული თვეები ელის, ასევე რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ბრიუსელში ბიუროკრატები. ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაცვაზე იზრუნებს და არსებული მსოფლიო სავაჭრო წესების შეცვლის გამო ევროკავშირს მოუწევს ახალ რეალობასთან შეგუება. ორბანი ევროკავშირს ურჩევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ვაშინგტონთან შეთანხმების გაფორმებაზე იმუშაოს.
