საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა
საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ გადაწყვეტილების მოტივად თქვა, რომ „ბიუჯეტის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იარსებებს.“ დეკემბერში ბაირუს წინამორბედმა, მიშელ ბარნიემ, ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა, რის შემდეგაც მას საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
