ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ოთხ მედიასაშუალებას – "ნიუ იორქ თაიმსს," "ნეიშენალ ფაბლიქ რადიოს", "ენ ბისი ნიუსს" და "პოლიტიკოს" პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცე, ხოლო მათ ადგილას განთავსდება სხვა გამოცემები. პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია, სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა.
