უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ და ამბობენ, რომ მკაცრი რეგულაციები გამოწვევებზე პასუხია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილი ცვლილებები ქვეყნის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისკენაა მიმართული. უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ და ამბობენ, რომ მკაცრი რეგულაციები გამოწვევებზე პასუხია. საკანონმდებლო ცვლილებებით მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება, ასევე, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა სამ წლამდე ვადით, აგრეთვე სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე.
