შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმო დაფუძნდა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, რომელიც მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა-განვითარებაზე იმუშავებს. ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა 1155 კმ-ზე მეტი სიგრძისა და 1300 -ი მეგავატი , სიმძლავრის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას
