დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის იუ ეს ეი აიდის საქმიანობა მიუღებელია
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის იუ ეს ეი აიდის საქმიანობა მიუღებელია. ამერიკის ახალი პრეზიდენტი სააგენტოს დახურვას დათანხმდა. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იუეს ეი აიდის საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, ეფ ბი აიმ უნდა გამოიძიოს, როგორ განკარგავდა სამანტა პაუერი სააგენტოს გავლით ამერიკელი ხალხის ფულს. ვაშინგტონის პოზიციას შეფასებები მოჰყვა თბილისში. პროექტებს, რომლებსაც იუეს ეი აიდი ბოლო წლებში საქართველოში აფინანსებდა, ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს. მმართველი გუნდისთვის შემთხვევით არ არის ილონ მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში საქართველოში მიმდინარე პროტესტის კადრების მოხვედრაც. მათთვის ეს იმის დასტურია, რომ საქართველო ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგშია. უეს ეი აიდზე განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
