მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტიქართულ პროცესებს კოორდინირებას ისევ ამერიკის საელჩოდან უწევენ
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტიქართულ პროცესებს კოორდინირებას ისევ ამერიკის საელჩოდან უწევენ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა და განცხადებები აცდენილია ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ქმედებებს. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ქვედა რგოლების თვითნებობა და დიფსთეითის მსახურება მალე დასრულდება.
