საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ,ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ,ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა ინდოეთის უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, პლატფორმებთან და მედია ორგანიზაციებთან. გამოფენაში საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.