შეერთებულ შტატებში საუბარი დაიწყო კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების ლიდერები მწვავედ აკრიტიკებდნენ
შეერთებულ შტატებში საუბარი დაიწყო კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების ლიდერები მწვავედ აკრიტიკებდნენ. ამერიკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნედის კორუფციაზე დაწერა. შალვა პაპუაშვილი კი წერს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ ყველა საელჩომ საჯარო უნდა გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდაპოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი. პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო გახადა პაველ ჰერჩინსკისთან მიმოწერა, რომელიც 2023 წლის ბოლოს, 2024 დასაწყისში შედგა. გაირკვა, რომ გამჭვირვალობის კანონის მეორედ ინიცირებამდე ხელისუფლება მიმართავდა ევროკავშირის წარმომადგენლობას გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა უარი მიიღო.
