USAID-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო - ვაშინგტონის ოფისში მასკის დეპარტამენტი შევიდა
ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. პარალელურად, "სიენენის" ცნობით, ორგანიზაციაში, წინააღმდეგობის მიუხედავად, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლები შევიდნენ და დაიწყო საქმიანობის შესწავლა. ვაშინგტონის ოფისში USAID-ის უსაფრთხოების სამსახურმა მასკის სააგენტოს წარმომადგენლებს საქმიანობაში ხელი შეუშალა, რასაც ორი მაღალჩინოსნის შვებულებაში გაშვება მოჰყვა.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები