ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გამოეხმაურა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებას რომ შეერთებული შტატები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ისურვებდა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, მაშინ ეს წარუმატებელი გეგმაა. დიმიტრი ლიტვინის განცხადებით მნიშვნელოვანია, ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სწრაფად გადავიდნენ კონკრეტულ გეგმაზე
