დონალდ ტრამპის განცხადებით კანადა უნდა გახდეს 51-ე შტატი
დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა უნდა გახდეს 51-ე შტატი. „ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვიხდით კანადის სუბსიდირებისთვის და ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. მათგან არაფერი გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი ენერგია, შეგვიძლია საკუთარი მანქანების წარმოება და გვაქვს იმაზე მეტი ხე-ტყე, ვიდრე ოდესმე შევძლებთ გამოყენებას!“ – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
