ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ტრამპის გეგმებზე
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპის სატარიფო გეგმა აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები აღარ დაუშვებს, სარგებლის მიღებისთვის გამოიყენონ. თეთრი სახლის ლიდერმა კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქტზე 25-პროცენტიანი, ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე კი 10 პროცენტიანი ტარიფი დაწესდა.
