კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, უფროსკლასელთა კატეგორიაში ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, უფროსკლასელთა კატეგორიაში ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა დააჯილდოვა. სკოლას გამარჯვება მოსწავლეების მიერ შექმნილმა საინფორმაციო ვიდეომ მოუტანა, სადაც ახსნილი იყო, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი დეზინფორმაციას. კომუნიკაციების კომისიამ სკოლას თანამედროვე მედია ლაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკა გადასცა. ასევე მოუწყო კუთხე, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებს.
