ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა. ის პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღებს. გამგზავრებამდე ისრაელის მთავრობის მეთაურმა აეროპორტში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. ნეთანიაჰუს თქმით, შეხვედრისას ყველა ის კრიტიკული პრობლემა განიხილება, რომლის წინაშეც ისრაელი დგას.
