შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციები მექსიკამაც დაუწესა
შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციები მექსიკამაც დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. მანამდე ვაშინგტონის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესახებ გამოაცხადა კანადის პრემიერმა. პირველ თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგო რესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.
