ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელია
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, წვდომა USAID-ის საიტზე მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ. „როიტერსის“ ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.