შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ და დღეს განცხადება რამდენჯერმე გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ და დღეს რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სამინისტრო ახსენებს აქციის მონაწილეებს, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიულ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
