გერმანიის რამდენიმე ქალაქში „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და ულტრა მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
გერმანიის რამდენიმე ქალაქში „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და ულტრა მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი ჰამბურგში გამართული დემონსტრაცია იყო, რომელშიც მონაწილეობას 80-ი ათასამდე ადამიანი იღებდა. „ქრისტიან დემოკრატიული კავშირისა“და ულტრა მემარჯვენე პარტიის თანამშრომლობის წინააღმდეგ მსვლელობები მოეწყო ლაიფციგში, ბრემენსა და სხვა ქალაქებში. მანამდე, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა წარადგინა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონ პროექტი. ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ბუნდესტაგში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.
