კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუანდისგან მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ 23“-მა სამხრეთ კივუს პროვინციის ქალაქი გომა დაიკავა და ქალაქ ბუკავუს მიმართულებით გადაადგილდება. გაეროს მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან რუანდის თავდაცვის ძალები. რუანდა ამბოხებულების მხარდაჭერას უარყოფს.
