სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა დღეს საუდის არაბეთში ჩავა
სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა დღეს საუდის არაბეთში ჩავა. ეს იქნება შარაას პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ამბოხებულები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში 24 იანვარს იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ სამეფო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან, რათა სირიას ეკონომიკური სანქციების მოუხსნან.
