ამერიკულმა ავიაციამ სომალიში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დაბომბა
ამერიკულმა ავიაციამ სომალიში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დაბომბა. განკარგულება დონალდ ტრამპმა გასცა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ეს მკვლელები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ გამოქვაბულებში, ემუქრებოდნენ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს. დარტყმების შედეგად განადგურდა გამოქვაბულები, რომლებშიც ისინი აფარებდნენ თავს და მოკლულია მრავალი ტერორისტი. ეს არის გზავნილი ყველასთვის, ვინც თავს დაესხმება ამერიკელებს, ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ“,- წერს ტრამპი.
