კანადა შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
„კანადა შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს“ - ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა კანადის, ჩინეთისა და მექსიკისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ტრამპის განკარგულებით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგო რესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.
