საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაათვალიერა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაათვალიერა, სადაც უნივერსიტეტის რექტორს, დეკანს, აკადემიური საბჭოს წევრებს და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაესაუბრა. შეხვედრაზე უმაღლესი სპორტული განათლების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
