NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა
NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. „სან ანტონიო“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, შინ „მაიამისთან“ 2-ქულიანი სხვაობით 103:105 დამარცხდა, თუმცა 25 წლის ცენტრი მასპინძლების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა. მან სამიდან ერთი 3-ქულიანი, სამიდან სამი 2-ქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მომდევნო შეხვედრას „სან ანტონიო“ სტუმრად „მემფისთან“ 4 თებერვალს გამართავს.