ძიუდოში სტარტი აიღო პარიზის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს 6 ქართველი გამოვიდა
ძიუდოში სტარტი აიღო პარიზის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს 6 ქართველი გამოვიდა. ვაჟა მარგველაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66-კილოგრამ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ფრანგი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კიდევ ერთ ფრანგს შეხვდა და წააგო. ვაჟამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მურად ჩოპანოვს აჯობა. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თემურ ნოზაძეს და ეთერ ლიპარტელიანს, თუმცა ორივე მათგანმა წააგო. დღეს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ 8 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.
