პოლტავაში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
პოლტავაში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
