ქალაქ სუჯაში, სკოლა-ინტერნატის შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
კურსკის ოლქში, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ქალაქ სუჯაში, სკოლა-ინტერნატის შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. შენობაში 90-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საევაკუაციოდ ემზადებოდნენ. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. მოსკოვი და კიევი თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
