საგამოძიებო მოქმედებები
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა. ამ პროცესში გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლები ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები. არსებული ინფორმაციით, ილია ღლონტი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქტივისტი ისაკო დევიძე
